Wednesday 19 June 2013

ქასრებს სამართალი წყურიათ

საქასრიის, სათავეში შავ გოგია მოვიდა. გაჩნდა იმედები, მარადიულისა და მისი ხროვის სამაგალითო დასჯის თუმცა სამართალი საღათას ძილში ხვრენს. შავ გოგიას კამანდა ჯერ სუსტადააა მართვის სადავეებთან, ხოლო მარადიულის პარტიის,გრიხუინების მოძრაობის, სატელაიტები მრავლად არიან ჩაზრდილი საქასრიის უკიდეგანობაში. თითქოს არ აღიარებენ გრიხუინობას- უტყდებათ, მარა როგორც კი ბაგეთაგან დაგცდება ჯერ სად ხარ, უმალ შავგოგიას სისუსტეზე იწყებენ და მარადიული გრიშულის ყოვლისემძლეობაზე აგრძელებენ ბოდვას. თითქოს ყველამ პირი შეკრაო და ერთ სტილში ღაღადებენ: გრიშული ამ პრობლემას უმალ მოაგვარებდა შავგოგიელები კი უნიათობენ. აზრი მრჩება ხანდახან:ეს ქასრები არ იმსახურებენ არჩევრნის თავისუფლებას. მე მათ ყველას ერთ ჯგუფში გავაერთიანებ და ამ ჯგუფს დავარქმევდი ჯერ სადა ხარ. მათი ქმედება იქამდე მაღიზიანებს სანამ გრიხუინების ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე არსებობს.ამ ქასრებს მაინც არჩევნის თავისუფლების დესერტი ყელზე ადგებათ და ვერ იშნოვებენ, შესაბამისად საფრთხეც რეალურია, თორე ეს საფრთხე თუ მაიხსნა მერე რა აჯობებს გრიხუინების წუწუნ- ნოსტალგიის მოსმენას. 8 თვეა რაც შავგოგიამ ვლასტი ჩაიგდო, მარა გრიხუინების თავზე თემიდას ჯერ ვერ გაუნავარდია. არადა ქასრები შედეგებს ელიან. არც პური და არც სანახაობა. მათ სამართალი უნდათ.

არზნევ მუსკია;
United States of Saqasria (USS)
იგივე საქასრიის შეერთებული შტატები(სშშ)
19.06.2013