Monday 9 June 2014

საფირმო ნოკ დაუნი

Кирпич ни с того ни с сего, никому и никогда на голову не свалится - Воланд, Мастер и Маргарита "აგური უმიზეზოდ თავში არავის არასოდეს ეცემა" - ვოლანდი (ოსტატი და მარგარიტა;მ. ბულგაკოვი) შავგოგიამ მარადიული გრიშა გადმოაგდო , საქასრია ეუროგორიისაკენ მიმავალ გზაზე შეაგდო, ბიძგიც მისცა და ავანსცენიდან კულისებში გადაინაცვლა. მთავარი ეხლა იწყება. პოლიტბიუროს ერთი წევრი, შავხელოსანი აპისი მიუსვა ისპალნიწელნ დაჩი პალაჩს განსასჯელთა სკამზე. საქასრია გარინდებული ელოდება შავგოგიას მომაკვდინებელ ნოკ დაუნს. შავგოგიას იქ სადაც დიდძალი ქონება დააგროვა ზედმეტ სახელად მახრჩობელას ეძახდნენ. მახრჩობელას ერთი უნიკალური თვისება ახასიათებს. როდესაც იგი მსხვერპლს მოიხელთებს, კარგახანს ეხვევა გარს, იქამდე სანამ საფინალო ტაქტზე არ მოგუდავს ბეჩავს. ხოდა საქასრია იმ მაყურებლის ფაზაშია გადასული, როცა მთელი კინოდარბაზი გატრუნულია ფილმის სიუჟეტის კვანძის გახსნის პირას. მსხვერპლი აქ გრიშუინების სექტაა. ამ დროს გრიშუინების მაღალი და დაბალი კასტა ხმაურობს და ცდილობს დაუსხლტეს მახრჩობელას, ფართხალებს მაგრამ მაყურებლის გული ვერ დაალბო. მაყურებელი ამას კაი გაყოლა ხანს ელოდა რათა დაინდს მსხვერპლი და მახრჩობელას მისი შეწყალება შესთხოვოს. მაყურებელი მსხვერპლზე შურისძიება სწადია, შავგოგია კი არ ჩქარობს. ცოტა რამ გრიშუინების მარადიულ სექტაზეც: გრიშუინების სექტა 9 წლის მანძილზე მართავდა საქასრიას. ეს იყო ავტორიტარული მართველობის რეჟიმი დიქტატორული მიდრეკილებებით. სექტის მმართველი ასო, მარადიული გრიშული უკვე მონარქად აპირებდა თავის კურთხევას, რომ ასპარეზზე შავგოგია გამოჩნდა, რომელმაც უიმედობაში ჩავარდნილი ქასრები გამოაღვიძა, და მათი დახმარებით გრიშული თავის სექტითურთ ხელისუფლების სადავეებს მოსწყვიტა. მეტიც უკან მოუსვლელში გაუშვა. გრიშუინების გარკვეული მიმდევრები კი დარჩნენ საქასრიაში, ბევრი არა მარა იმდენი მაინც რომ ქასრებს ნერვები უშალონ "ერორის" მეშვეობით. ერორი - გრიშულის სექტის პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და 9 წელი წელი დედას ტირობდნენ ქასრებისას. ერთდროს "ერორს" ხალხზე გამარჯვების მუწყებელი ერქვა რითაც ყოველდღე ტვინს რუთავდნენ. ცვლილებების შემდგომ გრიშულის ფეხი არ ყოფილა საქასრიაში, კი იმუქრება ირიბად დავბრუნდებიო, მარა ეგ ისეა დამბრუნებელი,როგორც ლენინი ადგება მავზოლეუმიდან. ეს თვითონ კარგად იცის გრიშულიმ, მან კარგად იცის ქასრების ამბავი. იმ ქასრებისა ვინც მთელი ცხოვრება სძულდა და სძაგდა. და დღესაც სძულს. სძულს ისევე როგორც სძულთ მის სექტანტებს სძულთ ქასრები. გრიშუინებს ვერ უპატიებათ ქასრებისთვის, რომ მათ ისტორიის კანალიზაციაში მოისროლეს ერთი შეხედვით მარადიული გრიშა. აკი მავანი იტყვის: თუ ვერ გიპატიებიათ ქასრებისათვის გრიშულის გაპანღურება, გაყევით მას საქასრიიდან ვირტუალურ გრშისტანში და ნურც თქვენ დაბრუნდებით. სადაც თქვენი სექტის მართველი ასო გაუწევს ქმრობას თქვენს ცოლებს როგორც რასპუტინი აკეთებდა ამას ხლისტებისათვის. ამასობაში კინოდარბაზი გატრუნულია საფირმო ნოკ დაუნის მოლოდინში. მიდი გოგი გააგორე ხლისტთა რეჟიმი. დაე ცხოვრება საქასრიაში დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. "ყოველი ხელისუფლება ადამიანთა მიმართ ძალმომრეობაა და ... დადგება დრო, როცა აღარ იქნება აღარც კეისრების და აღარც ვინმეს სხვათა ხელისუფლება. ადამიანი დაიმკიდრებს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მეუფებას და ხელისუფლება საერთოდ აღარ იქნება საჭირო" - მ. ბულგაკოვი არზნევ მუსკია; United States of Saqasria (USS) იგივე საქასრიის შეერთებული შტატები(სშშ) 10.06.2014